|
2019-05-09 11:03:53, 1666 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე პრემიერად გახარიას დანიშვნაზე - მსგავს ჭორებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ
„რაც მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - იგეგმება თუ არა მის ადგილზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. „მე არაერთხელ განვაცხადე, თუ რით ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც მთავრობის ესა თუ ის წევრი იცვლება. ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, გვაქვს წარდგენილი ერთიანი სამთავრობო გეგმა და ამას შესრულება სჭირდება, სჭირდება კონკრეტული შედეგების მიტანა მოქალაქეებამდე. ამოცანები არის რთული, ეს მოითხოვეს ძალიან მაღალი ხარიხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილებების ნაწილი დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას შეიტყობთ. ამ ეტპზე მსგავსი არაფერი იგეგმება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)