|
2019-05-09 10:23:49, 1276 ნახვა
საზოგადოება
პრორუსული ძალები „უკვდავი პოლკის“ აქცია-მსვლელობას მართავენ
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პრორუსული ძალები "უკვდავი პოლკის" აქცია-მსვლელობას მართავენ. მსვლელობა ლოზუნგით - "მოვითხოვთ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან!" იმართება. "საქართველოს უკვდავი პოლკის" წევრებს ადგილზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების და ახლობლების ფოტოები აქვთ მიტანილი. ისინი ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არიან შეკრებილები და მსვლელობით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლას აპირებენ. "ექსპრესნიუსის" კითხვაზე, რას პასუხობს "უკვდავი პოლკი" საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოძრაობას კრემლი აფინანსებს? ერთ-ერთი წევრის თეიმურაზ დიასამიძის თქმით, მათ არაფერი აქვთ საერთო რუსულ ფინანსებთან და საკუთარი სახსრებით აწყობენ მსვლელობას. "ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს, საკუთარი ფინანსებით მოვედით. ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, როგორც რუსეთთან ასევე ამერიკასთან. მაგრამ სამშობლო ქართული ჭკუით უნდა ვმართოთ", - აღნიშნა თეიმურაზ დიასამიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)