|
2019-05-08 13:00:52, 948 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტში წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ პრეზენტაცია გაიმართება
9 მაისს, 18:30 საათზე საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში ალექს ოსტერვალდერის წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“ პრეზენტაციას ჩაატარებს. ეს არის რევოლუციური წიგნი ბიზნესის სფეროში, რომელიც სულ მალე ჯეპრას ინიციატივითა და გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულად გამოიცემა. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ მსოფლიო ბესთსელერი წიგნია, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე. იგი USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის არის შესული. წიგნის თანაავტორი, ალექს ოსტერვალდერი შვეიცარიელი ბიზნესთეორეტიკოსი, კონსულტანტი, მეწარმე და სპიკერია. 2010 წელს მან დააარსა კომპანია “Strategyzer”, რომელიც ორგანიზაციებს განვითარების, უკეთესი ფასეული შეთავაზების შექმნისა და ძლიერი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. ოსტერვალდერის მიერ შემუშავებული ბიზნესმოდელის ტილო იქცა უნივერსალურ ენად ბიზნესის სფეროში და იგი უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად. პრეზენტაციის ფარგლებში სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდებზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რაც საშუალებას მისცემთ მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი. ივენთის განმავლობაში საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში და მოიგოთ “ლურჯი ოკეანის” მიერ გამოცემული წიგნები. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება: http://bit.ly/2YbP2d7 ღონისძიების ლინკი: http://bit.ly/2VSHSNE
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)