|
2019-05-08 12:26:26, 1732 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი - ეს აზრები მომსვლია, მაგრამ არ ვარ წამსვლელი, საქართველოს პატივს ვცემ
მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტერაქტის მოწყობას არ გეგმავდა, ეს მხოლოდ მისი ფიქრებია, რასაც საკუთარ თავში იკლავდა. „ერთი წელი იმაზე მუშაობენ, როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა, როგორ გამოვამწყვდიოთ ციხეში, მე მომივიდა ეს აზრი, ბევრჯერ მომდის, მაგრამ მე ამას ისევ ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის თანადგომას ვგრძნობ. მე ამაზე არ ვარ წამსვლელი. მაგრამ მე ვაინახი, ჩეჩენი ქისტი კაცი ვარ, მე მომიკლეს შვილი სახლში, თვალწინ მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი.მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან ვიბრძოლებ, ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ მუხლებზე დაცემული ვიბრძოლებ მეთქი, დამიჭირონ, თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ აქა ვარ“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)