|
2019-05-08 12:06:56, 1371 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: თუ სახელმწიფო ამბობს, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს?!
თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე აქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს არანაირი საერთო არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან. „რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა. ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედება ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)