|
2019-05-07 15:55:44, 1821 ნახვა
კომენტარი
კალაძე - „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებს გამოვრიცხავ
თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებს გამორიცხავს. კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არავინ არ ზღუდავს. „სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი თავისუფალია, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე რუსთავი2-ს 26 მილიონ ლარს ედავება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას და მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)