|
2019-05-07 12:02:07, 2891 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი თურქეთისგან სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებაზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს
ევროკავშირი თურქეთისგან სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გაავრცელეს. "ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკიდურესად პოლიტიზებულ კონტექსტში და ამ გადაწყვეტილების შორსმიმავალი მიზნების შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს. თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვისაც.მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სტამბოლში სამართლიან და დამოუკიდებელ გარემოში წარიმართოს, ასევე ექვემდებარებოს საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი მიიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს და ევვროკავშირის წარმომადგენლობას, რათა ისინი დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისითვის, თურქეთის ცესკომ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)