|
2019-05-07 11:54:00, 1433 ნახვა
პოლიტიკა
გვრიტიშვილი: ამიერიდან ე.წ. არასამთავრობოებს „გიგაური-მშვენიერაძის კლანად“ მოვიხსენიებ
„ძვირფასო მკითხველებო, ამიერიდან ე.წ. არასამთავრობოებს მოვიხსენიებ „გიგაური-მშვენიერაძის კლანად“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ე.წ. კლანის წევრები არიან. „ჯერ ვფიქრობდი, მშვენიერაძის ნაცვლად სალაძე ხომ არ ჩამესვა ტანდემში, მაგრამ არა, ამ ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა, რომ მშვენიერაძე უფრო დიდი საზოგადო მოღვაწეა. ჯანეზაშვილ-დოლიძესაც ამის შემდეგ ცალკე აღარ გამოვყოფ, ეგენი ხომ ხსენებული „კლანის ჯარისკაცები და რუპორები არიან. ისე, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შემოთავაზებებს ამ „კლანის“ სახელწოდების სხვაგვარად ჩამოსაყალიბლადაც“, - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)