|
2019-05-06 21:57:58, 1374 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც მთელ თავის სახსრებს ახარჯავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა „დაიცავი ბათუმის" ღია წერილს ბიძინა ივანიშვილისადმი. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მილიარდი ლარის მოცულობითი და ხარისხობრივი პროექტი, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რეგიონში ყველა პროექტი, ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონთან შესაბამისობაში და ამ შემთხვევაშიც კანონი ზედმიწევნით იქნება დაცული. ,,ფონდი ქართუ" და რა თქმა უნდა მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც მთელ თავის სახსრებს ახარჯავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ბუნებრივია, აჭარაც არ არის გამონაკლისი. 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი განხორციელდა აჭარაში. მათ შორისაა ბათუმის დრამატული თეატრი, რომლის რესტავრაციისთვის ქართუ ფონდმა 15 მლნ გამოყო. ასევე, დელფინარიუმი, ახალგაზრდობის პარკი, რაგბის მოედნები. ამ ფონდის საქმიანობა ეხება პრაქტიკულად ყველა იმ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის და თითოეული ქართული ოჯახის უკეთესი მომავლისთვის."
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)