|
2019-05-06 19:03:52, 1778 ნახვა
კომენტარი
ქობულია თანამდებობიდან გადაყენების მიზეზებზე: ვერავინ ამიხსნა რა შენიშვნები ჰქონდათ
ეკონომიკის ყოფილი მინისტრისთვის გიორგი ქობულიასთვის გაუგებარია რატომ გადააყენეს ის თანამდებობიდან. ქობულია კითხვას, თუ რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან პასუხობს, რომ ვერავინ აუხსნა, თუ რა შენიშვნები ჰქონდათ მასთან. ყოფილი მინისტრის განცხადებით, მას შეუძლია დაინტერესებული პირებისთვის ანგარიში წარადგინოს, თუ რას აკეთებდა ის თანამდებობაზე ყოფნის დროს. „მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს, სამინისტროს ცუდი მართვა, მე ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმითი, თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა მე, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, მე ეს ანგარიშში შემიძლია წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც მე კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. არც ამ ეტაპზე და არც მომავალში, იმიტომ რომ მე გონია, რომ ამაზე მეტი რომც ვთქვა კიდეც, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. გიორგი ქობულიასთან სატელეფონო ინტერვიუს რუსთავი 2 ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)