|
2019-05-04 10:51:59, 1132 ნახვა
საზოგადოება
ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები გაიწმინდა
თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურების გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც მერმა განმარტა, ცხაურები პერიოდულად ნაშალი მასალით ივსება და გაწმენდას საჭიროებს. „13 ივნისის სტიქიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ვერეს ხეობას მონიტორინგს უწევდნენ, დაგვავალდებულეს, რომ მოგვეწყო ე.წ. ნატანდამჭერი ცხაურები. ეს პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვახდენთ დაკვირვებას და როდესაც ცხაურები ივსება ჩამოტანილი მასალით, ისინი იწმინდება. თქვენც ხედავთ, რა რაოდენობის ხე და ტალახია ჩამოტანილი. აუცილებელია, ეს გაიწმინდოს. განსაკუთრებით, გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში უხვი ნალექი მოდის და ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას ამ მიმართულებით. ამ სამუშაოებს ეტაპობრივად ვაწარმოებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, ვერეს ხეობის კალაპოტში დამონტაჟებული ცხაურების გაწმენდის სამუშაოები წელს, შარშანდელთან შედარებით, ადრე დაიწყო და წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ, გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება. ვერეს ხეობაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს, მერთან ერთად, მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.
(NS)
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)