|
2019-05-03 15:46:49, 1190 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე თბილისელებს ახალი რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის ბოლომდე თბილისში 220 ერთეულ რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს. „მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ. „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ თბილისელებს. ახლა რვამეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება ამ ავტობუსების ორი კონკრეტული ფერი და მინდა თქვენი ჩართულობა, მოსაზრებებიც მოვისმინო და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩემთვის თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება აქტიურობა და ერთობლივად მივითებთ გადაწყვეტილებას რვამეტრიანი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)