|
2019-05-03 15:36:09, 1474 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება
პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2019-2020 წლებისთვის კონკრეტული საბიუჯეტო რესურსია გამოყოფილი, რომლითაც კონკრეტული მიზნები უნდა განხორციელდეს. „რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არ იგეგმება არაფერი, მაგრამ გავიმეორებ, რაც არა ერთხელ დავაფიქსირე. 2019-2020 წლებში ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელიც შევპირდით საზოგადოებას. ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რა თქმა უნდა, რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2010 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)