|
2019-05-03 14:57:29, 1947 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი: შეგიძლიათ ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმის გარეშე მოიხსენიოთ?!
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ის არ ენდობა უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სიტყვა"ლიბერალური" "ლიბერალურ დემოკრატიულით" ჩანაცვლდებოდა. "შეგიძლიათ ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმის გარეშე მოიხსენიოთ, შეგიძლიათ ეს ისტორიიდან ამოიღოთ?! ამიტომ სხვანაირად გავაკეთოთ. ჩემი მოწოდება იყო, რომ კანონი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილიყო, რადგან აქ "ლიბერალური ღირებულებები" ამოღებულია. თავიდან უმრავლესობა არ დაგვთანხმდა, რომ მოხსნილიყო დღის წესრიგიდან და ისინი ამბობდნენ, რომ ეს მეორე მოსმენის საკითხია, მაგრამ მე ვამბობდი, რომ არა , ეს პრინციპული და არსებითი საკითხია და შესაბამისად, იყო კენჭისყრა და პირველი მოსმენით ჩავარდა ეს კანონი. შესაბამისად, ლიბერალური ღირებულებები, როგორც სწავლების მიზნები დარჩება მიზნებში. ის, რომ ჩანაწერი "ლიბერალურ დემოკრატიულით" შეიცვლებოდა, ჩვენ არ ვენდობით მათ, იმიტომ, რომ მათ არაერთხელ მოიტყუეს და, გარდა ამისა, ეს არსებითი საკითხი იყო. ამასთან, პირველი მოსმენისას ქანთარია ამტკიცებდა, რომ სიტყვა ლიბერალურმა რაღაც სხვა მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა, სამყაროში ისეთი ლექსიკონი, რომელიც ამას ამტკიცებს, არ არსებობს. მათთვის ეს იყო პრინციპული და ჩვენთვისაც არის ეს პრინციპული",- განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)