|
2019-05-03 14:36:59, 1078 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება
საბურთალოს რაიონში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება. დიდ დიღომში,ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 3803 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. უახლოეს მომავალში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, კერძო დასახლებაში მდებარე სამი ქუჩის - ბარონ დე ბაის, ნიკო ბურისა და სტრაბონის ქუჩებზე დაიწყება. სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩებზე პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობისთვის გრუნტის გზაზე გადაადგილება არაკომფორტული იყო. პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის ეტაპს გაეცნო. გამგებელი ასევე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „დიდი დიღმის კერძო დასახლებაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება წლების განმავლობაში, დისკომფორტს უქმნიდა. მსგავსი პროექტების განხორციელება ასევე, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდ დიღომში მსგავსი პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 990 158 ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ განახორციელებს.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)