|
2019-05-03 14:31:28, 1146 ნახვა
საზოგადოება
ზაფხულიდან თბილისის 9 საბავშვო ბაღის შენობების გამაგრების სამუშაოები დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს 9 საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას დაიწყებს. გამაგრებას ექვემდებარება N170, N200, N100, N126, N150, N144, N55, N2 და N4 ბაღების შენობები. სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N170 და N200 ბაღებში იმყოფებოდა. ორივე ბაღში სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. გამაგრებას ექვემდებარება შენობების კონკრეტული ფლიგელები, რის შემდეგაც ჩატარდება სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები. N200 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ბლოკი და საწყობებიც გარემონტდება. კახაბერ გვანცელაძის თქმით, შენობების რეაბილიტაცია ექსპერტთა დასკვნებს ეყრდნობა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბავშვთა უსაფრთხოება არის ის პრიორიტეტი, რითაც ვხელმძღვანელობთ და სწორედ ამის გამო დავიწყეთ შენობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა. თითოეული პროექტი, რომელიც შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ექსპერტთა შეფასებების მიხედვით ხორციელდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ცხრა შენობის გამაგრების პროექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება 3 მილიონი ლარია.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)