|
2019-05-02 13:12:43, 1170 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - სანაპირო დაცვა ერთადერთი უწყებაა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში ნატო-სთან თანამშრომლობს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლის დროს, რეფორმებზე საუბრისას სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ამ მიმართულებით იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. „მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თუმცა ასევე მინდა ვაღიარო და ვთქვა, რომ მისი ასე ვთქვათ სიღრმისეული რეფორმირებამდე ჩვენ ჯერ ვერ მივედით, ამიტომ ჩვენ მივყვებით გეგმას სასაზღვრო სექტორების მშენებლობის ნაწილში, იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაში გვქონდეს. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ჩვენი მსგავსი, სუსტი ეკონომიკების პირობებში ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე. ამ დახმარებას ჩვენ ძალზედ ეფექტურად ვიღებთ, რის გამოც მადლობა უნდა გადავუხადო მათ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ წელსაც და მომავალ წელსაც, საზღვრის დაცვის კომპონენტში, ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული სანაპირო დაცვის მიმართულებით და ამას აქვს თავისი მარტივი ახსნა, რამეთუ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო - ნატოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში. იქიდან გამომდინარე რომ, საქართველოს სამხედრო - საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე, ჩვენი სანაპიროს დაცვის კომპონენტში“, - გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)