|
2019-05-01 18:58:22, 1255 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია. შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. შეფასების მისიის წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს. საუბარი შეეხო ასევე, პროექტის გამოწვევებს, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის ფარგლებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან დაიწყო და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)