23:39 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 18:57:28, 1341 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის 30-მდე თანამშრომელმა ICCROM-ის სასწავლო კურსი გაიარა

კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) სასწავლო კურსი „პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის კრიზისის პერიოდში" საქართველოს ეროვნული არქივის 30-მდე თანამშრომელმა გაიარა.

ღონისძიება „ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.

სასწალო კურსი ჩაატარეს „ლურჯი ფარის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ მანანა თევზაძემ და ამავე კომიტეტის პროგრამების მენეჯერმა მარიამ კალხიტაშვილმა.

საქართველოს ეროვნული არქივი „ლურჯი ფარის" ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია (2013 წელი). ორგანიზაცია ემსახურება ეროვნულ დონეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების შემუშავებას კრიზისულ სიტუაციებში.

ღონისძიება დაემთხვა ამერიკელ არქივისტთა საზოგადოების მიერ დაარსებულ დღეს - „May Day". ეს დღე ეძღვნება შესაძლებლობას, რომ კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ადამიანებმა საგანგებო ვითარების შემთხვევაში ექსპონატების გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანონ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics