20:21 - 03 Jul, 2026
|
2019-04-30 23:25:39, 2799 ნახვა
მსოფლიო
ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგზე მძიმე ტექნიკა შეიჭრა თავად გუაიდომ კარაკასი დატოვა
ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა. დასავლურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის ტერიტორიაზე შესულ მძიმე სამხედრო ტექნიკას დემონსტრანტები სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. ამასთან „სიენენი“-ს ცნობით, ხუან გუაიდომ ვენესუელას დედაქალაქი დატოვა. ვენესეულაში მრავალათასიანი დემონსტრაცია გრძელდება. დედაქალაქ კარაკასში ცალკეულ ადგილებში მხარეებს შორის დაპირისპირებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვენესუელაში მიმდინარე ამბებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელელი ხალხის და მათი თავისუფლების გვერდით დგას”, – აცხადებს დონალდ ტრამპი. ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)