|
2019-04-30 19:05:18, 1573 ნახვა
კომენტარი
ბესელია: წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან - კობაძიხის მიზანია იუსტიციის საბჭოსთან შემუშავებული კანონპროექტი გავიდეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეებზე კანონპროექტი წარადგინა, დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრებოდა. როგორც ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის მიზანია საკანონმდებლო ორგანომ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცოს. "ჩემს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უნდა განხილულიყო მესამე მოსმენით, ვიდრე კენჭი ეყრება იმ ცუდ ვერსისას, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს იუსტიციის საბჭოსთან ერთად შემუშავებული. ამიტომაც ჩვენი ინტერესი იყო, რომ ეს კანონპროექტი უფრო ადრე განხილულიყო. ერთის მხრივ, გამოჩნდა ის დამოკიდებულება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ეკიდება მმართველი პარტია სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს. ეს გამოჩნდა დღეს და ყველა ასეთი საკითხი არის ერთგვარი რენტგენის სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, როგორ რეაგირებს იმ ემოციაზე და მოვლენაზე მმართველი პარტია, რაც აქვს შინ და გარეთ ყველას. მე მგონია, რომ ყველაფერი დაითვლება. როგორც იტყვიან წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)