|
2019-04-30 18:44:15, 1800 ნახვა
საზოგადოება
„სუხიშვილები, სირცხვილია!“ - მოქალაქეთა ნაწილი ანსამბლს მოუწოდებს „ოჯახის სიწმინდის დღეს“ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს
17 მაისს, საპატრიარქოს დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, სამების ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კამპანია "სუხიშვილები, სირცხვილია!" დაიწყო. კამპანიის ორგანიზატორები სუხიშვილებს მოუწოდებენ რეპუტაციას გაუფრთხილდნენ და კონცერტში მონაწილეობა არ მიიღონ. "მოვუწოდებთ სუხიშვილებს უარი თქვას 17 მაისს, საპატრიარქოს გალა კონცერტში მონაწილეობაზე! 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ ამ დღეს "ოჯახის სიწმინდის დღე" დაარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას! მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია! გააზიარეთ ეს ივენთი და გამოიყენეთ ჰეშთეგები: #ნუიქნებიგრინჩი #არმოიპარო #17მაისი", - წერია ინფორმაციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)