|
2019-04-30 18:05:58, 1556 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე - უმრავლესობის წევრებს ალბათ მესიჯ-ბოქსით დაავალეს არ დაესწრონ ჩვენი ინიციატივის განხილვას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსამრთლეების თემაზე ინიციატივას წამოადგენს, დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრება. როგორც პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ რეგლამენტი დაარღვია და დღის წესრიგი ცნობილი არ იყო. "ალბათ უმრავლესობის წევრების მიმართ, რეკომენდაციისა და დავალების სახით, მესიჯ-ბოქსით გავრცელდა, რომ ჯობია ამ საკითხს გაერიდონ და არ იაქტიურონ. იყო სხვა პროცესუალური ხრიკებიც გამოყენებული რომ დილიდან არ მოხდა დღის წესრიგის დამტკიცება, რაც გამორიცხავს დეპუტატების მხრიდან იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად იცოდნენ თანმიმდევრობა საკითხების, თუ როდის მოხდება ამა თუ იმ საკითხის განხილვა. ცარიელი დარბაზი არ არის მაინც და მაინც ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება,. ეს არის ის რეალობა, რაც გამოიწვია რეგლამენტის დარღვევამ. კობახიძემ თავისი რესურსი არ გამოიყენა კეთილსინდისიერად", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)