04:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 09:36:36, 572 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს სტივენ ჰაიკენს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს სტივენ ჰაიკენს შეხვდა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  სამინისტროში  მიმდინარე პროექტები  განიხილეს.

უწყების ცნობით, ამერიკის მთავრობა საქართველოს,  13 ივნისს მომხდარი სტიქიური კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმარება.  ახლო მომავალში  თბილისში  ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სტიქიის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წყლის რესურსების მართვის არსებული სისტემა, დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგია,  ნარჩენების მართვისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხები.

„ბევრ საკითხთან ერთად ჩვენ ვისუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელიც შეუძლია USAIND - ს გაუწიოს საქართველოს, 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით. კვირის ბოლოს აქ ჩამოვლენ სპეციალისტები, რათა დაგეხმარონ კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაობეში“,-  განაცხადა სტივენ ჰაიკენმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics