|
2019-04-24 13:07:41, 1093 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბურპროგრამას - „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა. „ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა - ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან დასად არიან საჭირო პროფესიონალი, გადამზადებული დაკვალიფიციური ადამიანები. აღნიშნულ პროექტს წელსაც ვიწყებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, გადამზადების შემდეგ, ბიზნესში, კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდნენ. ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომპროგრამაში მონაწილე ადამიანები უფრო პროფესიონალები გახდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. სასწავლო კურსი სამითვე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. „მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ რეგისტრაცია 24 აპრილიდან იწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ,ბევრიადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ დამათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, 1000-მდე ადამიანი გადამზადდა, მათგან 80% კი დასაქმდა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)