|
2019-04-23 19:09:48, 1268 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი კამპანიას „აჩუქე წიგნი“ შეუერთდა
„აჩუქე წიგნი“ - წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ კამპანიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ შეუერთდა. ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები #2 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს. ქუთაისის #2 დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. მათ შორისაა როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორების მოთხრობების მრავალტომეული კრებული, სათავგადასავლო ლიტერატურა და ენციკლოპედია. ცენტრის დირექტორი ლადო ჯავახიშვილი დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებსაც შეხვდა და წიგნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა; გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის სერვისების შესახებ. ლადო ჯავახიშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში, ვინაიდან წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების, არამედ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა. კამპანია „აჩუქე წიგნი“ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)