|
2019-04-23 16:58:41, 1384 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობაზე სათამაშოებს შეამოწმებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გრიგოლ კაკაურიძე აცხადებს, რომ 2019 წლის ბოლომდე სათამაშოების შესამოწმებლად ტექნიკური რეგლამენტი დაინერგება. კაკაურიძის თქმით, სათამაშოები ტყვიისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმდება, როგორც სათამაშოების იმპორტირების, ასევე მათი რეალიზაციის ადგილებში. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტექნიკურ რეგლამენტს სათამაშოების შესახებ 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს და დანერგავს. ამის შემდეგ, უკვე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ამ პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობას დაიწყებს. კერძოდ, ამ სათამაშოების როგორც ფიზიკური, ასევე დოკუმენტების შემოწმება მოხდება, როგორც იმპორტირების, ისე მათი რეალიზაციის ადგილებში. ზედამხედველობა ნიმუშების აღებას და შემდეგ ლაბორატორიაში გაგზავნას გულისხმობს. იქ მათ ანალიზი როგორც მძიმე მეტალების, ისე სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოსავლენად ჩაუტარდებათ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება აქვს, რომ სხვადასხვა პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტებთან აპროქსიმაცია მოხდეს. ამ ფარგლებში, ჩვენ უკვე ვთარგმნეთ ევროდირექტივა და ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას უკავშირდება. უახლოეს პერიოდში ამ დოკუმენტს გადავაგზავნით და როგორც დაინტერესებულ უწყებებთან, ასევე ბიზნეს წრეებთან და სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ“, - აცხადებს გრიგოლ კაკაურიძე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)