|
2015-06-25 16:53:07, 463 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: „სუპერ პუმები“ VIP მომსახურებისაა და არა სამაშველო
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „სუპერ პუმას“ ვერტმფრენებს სამაშველო ოპერაციაში ვერ გამოიყენებდნენ, რადგან ისინი VIP მომსახურებისთვის არის აღჭურვილი. მისივე თქმით, „პუმას“ ვერტმფრენების გადაკეთებას პროცედურები სჭირდება. „„სუპერ პუმებზე“ ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მუშაობა. ეს არ არის იაფფასიანი ნივთი, რომ ერთ დღეში გაკეთდეს, რა თქმა უნდა, პროცედურები სჭირდება. „სუპერ პუმები“ სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ რომ ეს „პუმები“ იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო. იმას არანაირი აღჭურვილობა არ აქვს, რომ გამოყენებული ყოფილიყო სამაშველოდ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად, ასე ვთქვათ, პირველი პირის, სავარაუდოდ, მაშინდელი პრეზიდენტის. იქ არის მოწყობილი სავარძლები. უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი ანუ კომფორტია ძალიან მაღალი. ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ვერანაირად სამაშველო სამსახურისთვის, გამართული რომც ყოფილიყო. შემდგომში ის აუცილებლად უნდა აღიჭურვოს - ათასი მიმართულებაა, ვთქვათ, სამაშველოსი, არის იქ ე.წ. “ლიბიოდკები“ - ადამიანის ამოსაყვანი, პროჟექტორებია დასაყენებელი, რომლის ფუნქციებიც შეიძლება ღამე გამოიყენო. ვერტმფრენებს საერთოდ უჭირს, იშვიათია, რომ არის სპეცაღჭურვილობით, რათა ღამე იფრინოს. ეს ძალიან რთულია ქალაქში, სადაც ელექტროსადენები, ასევე ხეებია და ა.შ. რთულია ძალიან, დაბლა ვერ დაეშვება“, - აღნიშნა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)