|
2019-04-22 22:24:14, 2897 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა ავრცელებს. როგორც მუსტაფაევა აღნიშნავს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმები მის მეუღლესთან ჯერ არ შესულან. "აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პრობლემა შეექმნა მხედველობასთან, თვალები სტკივა, ასევე აქვს მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა. ციხის ექიმებს გამოკვლევები ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ",-აცხადებს ჟურნალისტის მეუღლე. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)