|
2019-04-22 15:51:21, 1945 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ამერიკული ტელეკომპანიისგან სერიალის სცენარის ჩასწორებას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-სგან მოითხოვს ამერიკული სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული, შეცვალონ. შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. "სცენარში არსებული შეცდომა, რომლის მიხედვითაც ე.წ. სახმრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული, უპასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ CBS-ს და სერიალის სცენარისტებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივისცემით მოეკიდონ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)