|
2019-04-22 14:55:41, 1711 ნახვა
კომენტარი
მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაზე: ეს მცდელობაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევა მოხდეს
"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევა მოხდეს", - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის გაწვევას ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს წევრებზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს. "ეს არის პოლიტიკური საკითხი. გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ. მოთხოვნა არის აბსოლუტურად არარეალური და უსაფუძვლო. მეტსაც ვიტყოდი, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გამო საკითხის დაყენება ჯეროვანი და არაჯეროვანი შესრულებისა, არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ასე დეტალებში არ ესმოდეთ ეს ტერმინები. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევა მოხდეს და ეს არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა იუსტიციის საბჭოს მიერ დამოუკიდებლად, არამედ გარე მითითებების საფუძველზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას ითხოვს. ესენი არიან: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)