|
2019-04-19 17:17:01, 1593 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია: მოსამართლეების არჩევის პროცესის დაჩქარება სწორი არ იქნება
„მოსამართლეების არჩევის პროცესის დაჩქარება არ იქნება სწორი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ომბუდსმენი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას აფასებს და დეპუტატებს საკუთარ შენიშვნებს აცნობს. „მე ძალიან კარგად მესმის თუ როგორ გვეჩქარება ჩვენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა იქ, თუმცა, ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესის არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად შესაბამისობაში მოდის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ რეკომენდაციასთან, ყველა იმ ფუნდამენტურ რეკომენდაციასთან, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები გვთავაზობენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)