|
2019-04-19 16:32:51, 1906 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს
ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იდენტიფიცირებულია ის მიმართულებები, რა სფეროებშიც აშშ-ს და საქართველოს ეფექტური და მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო მეტი რესურსი აქვს. „როგორც იცით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც გავატარეთ და რომელიც უნდა გავატაროთ, იმ გამოწვევებზე და ტკივილზე, რაც ჩვენ გვაქვს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენს მეგობრებს აქვს რეალური სურათი, რომელთა ასახვა აუცილებლად მოხდება კონკრეტულ ქმედებებში, იქნება ეს სხვადასხვა რეზოლუციები თუ საკანონმდებლო აქტების ინიცირება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)