|
2019-04-19 13:08:43, 1496 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე - ქობულიას გათავისუფლება შესაძლოა, ივანიშვილის გარემოცვასთან კონფლიქტს უკავშირდებოდეს
ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლოა ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს. დეპუტატის შეფასებით, ქობულიას გათავისუფლების მიზეზი რომ ცუდი მუშაობის შედეგი არ შეიძლება იყოს. „კარგად გამოჩნდა რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას ჰქონდა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. ეს შეუძლებელია უკავშირდებოდეს მის ცუდ მუშაობას იმიტომ, რომ ასეთია მთელი მინისტრთა კაბინეტი „ქართული ოცნების“. შესაბამისად ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლოა ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი თუ ივანიშვილის გარემოცვის და ოჯახის წევრები სხვადასხვა ხერხებით“, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)