|
2019-04-18 19:53:56, 1724 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ
ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და დაანონსებული პერმანენტული აქციები გაუქმდა. საინიციატივო ჯგუფის ერთერთი წევრის თქმით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლამდე იქნება დაშვებული. „მივაღწიეთ იმ სიტუაციას, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები 2021 წლის 1 იანვრამდე იქნება დაშვებული, ოღონდ „ბ“ კატეგორიაში. ბ კატეგორია განიხილება ასე, მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ მუშაობა, მაგრამ ჩვენ ვაწარმოვებთ მოლაპარაკებას, იქნებ დავითანხმოთ მერიაც, ვუხსნით ძალიან კვალიფიკაციურად და გვაქვს იმის იმედი, რომ რაღაცაზე წამოვიყვანთ“, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ერთ ერთი წევრი. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტის წინ ტაქსის მძღოლებისთვის მერიასთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების გასაცნობად მივიდნენ. მძღოლების ნაწილი კვლავ უკმაყოფილოა და ისინი „ბ“ კატეგორიის ტაქსებისთვის ტრაფარეტის დადგმის უფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით „ა" კატეგორიის ლიცენზიის მისაღებადც ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად), "ბ" კატეგორიის ტაქსზე ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)