|
2019-04-18 12:43:55, 1452 ნახვა
პოლიტიკა
მაგიდაზე ხელების ბრახუნი და შეძახილები - პარლამენტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეების კანონპროექტი უნდა განეხილათ, 14:00 საათამდე გადაიდო
პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ 14:00 საათამდე გადაიდო. მანამდე სხდომა ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა ომბუდსმენის გამოსვლით დაწყებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს უნდა დათმობოდა, რადგან დღის წესრიგით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაა გათვალისწინებული. ანრი ოხანაშვლის გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეძახილებით და მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. თავდაპირველად ირაკლი კობახიძეს სხდომის გადადება არ უნდოდა, თუმცა მოგვიანებით, მან შესვენება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სხდომა 14:00 საათზე განახლდებოდა. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს სახალხო დამცველსაც მოუსმენენ, რომელიც მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გუშინ გადადო. როგორც მან განმარტა, უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ჰქონდეთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)