|
2019-04-17 16:43:55, 1926 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
კრწანისის გამგეობა რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი 1000 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის მოაჯირით ტერასის ხიდი, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი უკვე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა საპარკე სკამები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერი, რომლის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებით გამწვანდება. რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები ასევე, დაიწყო ფონიჭალაში. რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერი 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება, რომლის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო ზონა მოეწყობა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი. ფონიჭალაში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში საპარკე სკამები დაიდგმება და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სკვერების პარალელურად, საბავშვო გასართობი სივრცე ეწყობა ორთაჭალის ქუჩის N77-ის მიმდებარედაც. ამ დროისთვის, საბავშვო ზონის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ბავშვებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება. მიმდინარე წელს კრწანისის გამგეობის მიერ დამატებით, რამდენიმე თანამედროვე სკვერის მოწყობა იგეგმება. გასულ წელს კი სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია კრწანისის რაიონში 11 მისამართზე განხორციელდა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)