13:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 16:01:16, 1522 ნახვა

რეგიონი
უამინდობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე 20-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი

ავტობუსი, რომელსაც 20 მგზავრი გადაჰყავდა, უამინდობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მგზავრები დახმარებაზე უარს აცხადებენ და გზის გახსნას ელოდებიან.

„იქ არის ნამქერი, რის გამოც გზა გადაკეტილია და რამდენიმე ავტომანქანა ტერიტორიაზე ჩარჩა. მაშველები ადგილზე არიან, გზის გასაწმენდად მძიმე ტექნიკაც მუშაობს. დაიწყო ჩარჩენილი მანქანების გამოყვანაც, რომ გზა გათავისუფლდეს და დანარჩენმა მანქანებმა გავლა შეძლონ. იქ ერთი ავტობუსია, სადაც 20 მგზავრი იმყოფება და გზის გახსნას ელოდებიან . შევთავაზეთ, რომ გადავიყვანდით ალტერნატიულ ადგილზე, მაგრამ მოქალაქეებმა დახმარებაზე უარი განაცხადეს და თქვეს , რომ გზის გახსნას დაელოდებიან“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში გზის გახსნის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გზა ამ წუთებშიც იწმინდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics