|
2019-04-17 15:49:43, 3304 ნახვა
მსოფლიო
ნოტრ-დამის აღსადგენად ამ დროისთვის 1 მილიარდ ევრომდეა შეგროვილი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულობებმა უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე ამ დროისთვის 880 მილიონი ევროა ჩარიცხული. თანხები ძირითადად მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა გადარიცხეს. თანხა გადარიცხეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Apple, L'Oreal, Chanel, Dior და სხვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება. ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს გარდა ნოტერ-დამის აღდგაში თავის წვლილს კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნოც შეიტანს. არნო ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)