|
2019-04-17 15:37:33, 1618 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრსა და „საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ და ბლოკჩეინის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ ყამარაულმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის და განაწილებული მონაცემთა ბაზების სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ტრენინგების პროგრამის შემუშავებას, ასევე, შესაბამის პროექტებში ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და სამართლებრივი რეგულირების ექსპერტების ჩართულობას ითვალისწინებს. უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლიდან დაიწყო და მსოფლიოში პირველი საჯარო უწყება გახდა, რომელმაც ეს ინოვაციური ტექნოლოგია სახელმწიფო სერვისებში დანერგა. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)