|
2019-04-17 13:46:07, 1798 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს
„პანორამა თბილისის“ მშენებლობა არა მერიის, არამედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშაა, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მეხუთე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველობას გულისხმობს. „მშენებლობის ფუნქციური დანიშნულებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე თუ რომელია მეხუთე კლასის მშენებლობა, კანონმდებლობა განსაზღვრავს. რადგან „პანორამა თბილისის“ ობიექტი მასშტაბურია, გაყვანილი იყო მეხუთე კატეგორიაში, რომლის მშენებლობის ნებართვასაც და სამშენებლო ზედამხედველობასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მერიის საზედამხედველო, ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არ არის“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე. თბილის მერის მოადგილე მაია ბითაძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა დარეგულირებული და მისი აღსრულება ყოველდღიურად უფრო მკაცრდება. მან ყველას, მათ შორის დასაქმებულებსაც უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. „შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს არ არის თითოეული მუნიციპალიტეტის საკითხი, არც მხოლოდ ეკონომიკის საკითხი, ეს არის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული საკითხი და იცით, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც სხვათა შორის, საერთოდ არ არსებობდა რამდენიმე წლის წინ, უკვე ამოქმედებულია და მისი ასრულება ყოველდღიურად, უფრო და უფრო მკაცრდება“, - აცხადებს ბითაძე. შეგახსენებთ, გუშინ "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადავარდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)