|
2019-04-16 17:25:11, 1636 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება
სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 4 550 კვ.მ ფართობზე დაიგება. ქიზიყის ქუჩაზე ასფალტის საფარი დღემდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. მიმდინარე საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა. „სამგორის რაიონში არაერთი ქუჩა გვაქვს, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწყობილა. გამგეობისთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. ქიზიყის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ მოწესრიგებულა. ამჟამად, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარს ვაგებთ. ასევე, ვაწესრიგებთ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ მონაკვეთებს. სამგორის გამგეობა ორხევში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვა მისამართებზეც ახორციელებს - მალე დასრულდება სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარი უკვე დავაგეთ კაკაბაძის ქუჩაზე“, - განაცხადა კახა გულედანმა. პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)