04:52 - 26 Jul, 2026
|
2019-04-16 13:35:57, 1622 ნახვა
პოლიტიკა
„ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას“ - ენმ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნული საქმის გამოძიებით დაინტერესებულ არ არის. „დიდი დრო გავიდა ამ მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას. ვინაიდან, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ობიექტურ გამოძიებაში და ერთადერთი ბერკეტი და გამოსავალი დაგვრჩენია ის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა ამ კომისიის ფარგლებში მაინც მოხერხდეს ამ საზარელი მკვლელობის ფაქტის გამოძიება“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)