|
2019-04-15 17:21:41, 1497 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მე-4 ბ მიკრორაიონის N32 ა - 35 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში მდებარე N32 ა - 35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური კალათბურთის მოედანი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „რაიონის მასშტაბით, გამგეობა არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გასართობი და რეკრეაციული სივრცეების შექმნაა. აღნიშნული სკვერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად კი გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება, სადაც გასართობი ზონების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის კალათბურთის მოედანიც მოეწყობა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „პე - ბე“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 222 083 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)