|
2015-06-25 09:31:57, 415 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. მაცეი პოპოვსკიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო მისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) ქართველი სამხედროების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა იყო გენერალ პატრიკ დე რუზიესთან შეხვედრის მთავარი თემა. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სამხედროები საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩაერთვებიან ევროკავშირის მისიებში. გარდა თინათინ ხიდაშელი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებსაც შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს. „ჩვენ პრაქტიკულად ყველასგან მივიღეთ მხარდაჭერა, რაც მუდმივად ჩანს ევროპარლამენტის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ. გამწვავებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია დღის წესრიგში მუდმივად იდგეს საქართველოს საკითხი, მაშინ როდესაც უკრაინის თემა აქტიურდება. საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარულს, ევროპარლამენტის მხადაჭერის ფონზე“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)