|
2019-04-15 12:18:26, 1424 ნახვა
პოლიტიკა
შავგულიძე: უმრავლესობის კანონპროექტი „მოსამართლეთა კლანს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უტოვებს
უმრავლესობის კანონპროექტი იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძემ განაცხადა. როგორც მან განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას ვერ პასუხობს. ამასთან შავგულიძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომას ესწრება. „მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის კანონპროექტი, სინამდვილეში ისევ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა წევრთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ წარადგინონ კანდიდატები და ვერავითარი გარეშე ჩარევა მათ ნებაზე ვერ ახდენს გავლენას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)