17:36 - 03 Jul, 2026
|
2019-04-15 10:43:53, 2936 ნახვა
მსოფლიო
აშშ სტიქიას ებრძვის - დაღუპულია 8 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია, - ამის შესახებ Associated Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიას აშშ-ის რამდენიმე შტატში, კერძოდ კი, ტეხასში, ლუიზიანაში, ალაბამასა და მისისიპიში ებრძვიას. ამასთან, მისისიპიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტეხასში მდებარე ქალაქი ფრანკლინი სრულად განადგურდა. მედიის ცნობით, დაშავდა ათობით ადამიანი, ათასობით კი, სახლის გარეშე დარჩა. მათთვის დროებითი განთავსების ცენტრები მოაწყეს. AP იტყობინება, რომ სპეციალისტების პროგნოზით ძლიერი შტორმი აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ქალაქების მიმართულებით გადაადგილდება. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)