|
2019-04-12 19:23:17, 2031 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიაზე ზეწოლას აგრძელებს
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ არხის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა. ჭიაბერაშვილის თქმით, დაუშვებელია კაპანაძის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხაზს არ ატარებს. „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით თავისუფალ მედიაზე შეტევას და ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. როგორც მედია ექსპერტები აფასებენ და მაყურებელი ხედავს, ეს ადამიანი ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. დაუშვებელია ასეთი ადამიანი გათავისუფლებული იყოს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ხაზს. ივანიშვილის ხაზი მიმართულია ჩვენი საზოგადოების გახლეჩაზე, დაპირისპირებაზე, ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებაზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)