|
2019-04-12 17:43:59, 1403 ნახვა
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. საუბარია პარლამენტის მიერ არჩეულ საბჭოს სამ წევრზე- შოთა ქადაგიძეზე, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავაზე. „საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას კამუფლაჟი თითქოს ის კრიტერიუმებს შეიმუშავებს. თუმცა, პირველი მოსმენით მიღებული აქვს ისეთი კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც კვლავ იუსტიციის საბჭოში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს კანდიდატებს შერჩევას. ისინი ამოეფარებიან ფორმალურად, თითქოს უკვე არსებულ კრიტერიუმებს და პროცედურას, ამ დროს კი თვითნებურად წარადგენენ მხოლოდ მათთვის სასურველ წევრებს. ეს კანონი გარედან ჩარევის მექანიზმს არ ითვალისწინებს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)