|
2019-04-12 10:15:54, 1392 ნახვა
საზოგადოება
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირების მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება
"მწვანე კლუბი“ დღეს, 12 აპრილს 14:00 საათზე თბილისის მერიის შენობასთან აქციას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებს რამდენიმე მოთხოვნას წაუყენებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივისტებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ: ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, გაუმართავი ავტომანქანების საკითხის დარეგულირება, ეფექტური რეგულაციების შემოღება, ეფექტური რეფორმა, რომელიც შეეხება ტაქსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევ ყველა სხვა ფაქტორს. აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზებას, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან. ცნობისთვის, გუშინ ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო მსვლელობა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ გამართეს. აქციის მონაწილეები აცალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიამ ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით ალტერნატივა შესთავაზა. კერძოდ, მძღოლებს მანქანის გადაღებვა აღარ მოუწევთ, ისინი შეძლებენ ავტომობილს თეთრი ფერის ფირი გადააკრან.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)